თამბაქო და მოზარდები

თამბაქო და მოზარდი.
ველანი რასაკვირველია ბავშვობიდან მოვდივართ და ბავშვური ცუღლუტობები ალბათ არავისთვის არის უცხო. თუმცა, რაც დრო გადის, ნათლად ვხედავთ, რომ „უწყინარ ცუღლუტობებად" მიჩნეული ბავშვური ეშმაკობები სერიოზული პრობლემების წინაშე გვაყენებს. როგორც ბავშვთა თერაპევტი ანზორ გოგოლაძე ამბობს, ბოლო 10 წლის მანძილზე, 17 წლამდე მოზარდებში ფილტვის კიბოს შემთხვევებმა ძალიან მოიმატა და ამის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სკოლის მოსწავლეებში ადრეულ ასაკიდანვე დაწყებული თამბაქოს მოხმარებაა. თუკი ადრე მოზარდები თამბაქოს მშობლების ჩუმად 14–15 წლიდან ეწეოდნენ, ბატონი ანზორის თქმით, დღეს ამ კუთხით ასაკმა 8–9 წლამდე დაიწია.


ნზორ გოგოლაძე, ექიმი: "მოზარდების თამბაქოსადმი მიდრეკილება მრავალი ფაქტორით არის გამოწვეული. თუმცა, ამ პრობლემის უპირველესი მიზეზი ალბათ მაინც მშობლების გავლენაა. როდესაც ბავშვი დღენიადაგ სიგარეტის მწველ მშობლებს უყურებს, მისთვის თამბაქოს მოწევის პროცესიცა და სიგარეტის სუნიც, ერთგვარი ცხოვრების ნაწილი ხდება და ბუნებრივია მასაც უჩნდება მშობლების მიბაძვის სურვილი. ცნობილი ამბავია, რომ ბავშვი თავდაპირველად არის ერთგვარი „ცარიელი ფურცელი", რომელზეც ინფორმაციები ძალიან ადვილად აღიბეჭდება. ამირტომ, მასზე გავლენის მოხდენაც ადვილია. მით უმეტეს, როდესაც წინა პლენზე გამოდის „აკრძალული ხილის ფაქტორი" და მოზარდი ხედავს, რომ სიგარეტის მოწევა განსაკუთრებული და მომხობვლელი გადაცდომაა.




ირველი სიგარეტი, როგორც წესი, არასასიამოვნო შეგრნებებს: ყელის წვას, გულისრევას, თავბრუხვევას - იწვევს. თუ ადამიანმა სიგარეტის წევა გააგრძელა, ჩამოთვლილი მოვლენები თანდათან ქრება და ყალიბდება მოწევის მავნე ჩვევა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნიკოტინისადმი დამოკიდებულების სინდრომი. თავდაპირველად თამბაქოს მოხმარება სისტემატურია. ჩნდება შეგრძნება, რომ სიგარეტის მოწევა ზრდის გონებრივი შრომის უნარს, აქარვებს მღელვარებას და სევდას. დამოკიდებულების ეს ეტაპი 3-5 წელიწადს გრძელდება. ამ ხნის მანძილზე დღეში 10-20 ღერ სიგარეტს ეწევიან. ნევროლოგიური და ფსიქიკური ცვლილებები არ აღინიშნება. მომდევნო ეტაპზე მოწეული ღერების რაოდენობა დღეში 20-40 ცალს აღწევს. სიგარეტის მოწევა დაუძლეველ ლტოლვად იქცევა. იწყებენ მოწევას დილით, უზმოზე, რათა შეიმსუბუქონ უსიამოვნო შეგრძნებები, მაგალითად, ხველა (მწეველთა დილის ხველა). თავგადადებული მწეველი სიგარეტის მოსაწევად ხშირად ღამითაც იღვიძებს. 

წყარო