თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებები.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი)
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი) ფილტვის ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის ნაწილობრივ შეუქცევადი შეზღუდვა. ფილტვში ჰაერის ნაკადის შეზღუდვას კი სხვადასხვა მექანიზებმი შეიძლება ედოს საფუძვლად.
ფქოდი კლასიკურ შემთხვევაში ახასიათებს ორ პათოლოგია - ქრონიკული ბრონქიტი დაფილტვების ემფიზემა.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი) ფილტვისდაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლისთვისაც დამახა- სიათებელია სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის ნაწილობრივ შეუქცევადი შეზღუდვა.ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება კლასიკურ შემთხვევაში აერთიანებს სამ პათოლოგიას – ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი და ქრონიკული ობსტრუქციული ასთმა.
ფილტვების
ემფიზემა - წარმოადგენს ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების ერთ – ერთ ყველაზე ხშირ ფორმას. ხასიათდება დისტალური ტერმინალური ბრონქიოლების ჰაეროვანი სივრცეების პათოლოგიური გაფართოებითა და ალვეოლური კედლების დესტრუქციული ცვლილებებით. განასხვავებენ პირველად (იდიოპათიკურ) ფილტვების ემფიზემას, რომელიც ვითარდება წინმსწრები ფილტვ – ბრონქის დაავადების გარეშე, და მეორადს (ობსტრუქციულს), რომელიც ხშირად წარმოადგენს ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის გართულებას. გავრცელების მიხევით ემფიზემა შეიძლება იყოს დიფუზური ან კეროვანი.
ფილტვების ემფიზემა - ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამოყოფენ მიზეზთა ორ ჯგუფს, რომლებიც იწვევენ ფილტვების ემფიზემის განვითარებას. პირველ ჯგუფს შეადგენენ ფაქტორები, რომლებიც არღვევენ ფილტვის სტრუქტურული ელემენტების ელასტიკურობასა და გამჭირვალობას: პათოლოგიური მიკროცირკულაცია, სურფაქტანტის ცვლილებები და სხვ. ამ ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიონ პირველადი დიფუზური ემფიზემა. მის პათოგენეზს საფუძვლად უდევს ფილტვის მთლიანი რესპირატორული ნაწილის პათოლოგიური გადაკეთება; ფილტვის ელასტიკური თვისებების შესუსტება იწვევს იმას, რომ ამოსუნთქვის დროს და, შესაბამისად გულმკერდშიგა წნევის მომატებისას წვრილი ბრონქები, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი ხრტილოვანი კარკასი და მოკლებულია ფილტვის ელასტიურ სინოტივეს, პასიურად ვარდებიან, ზრდიან რა ასეთ დროს ბრონქიალურ წინააღმდეგობას ამოსუნთქვისას და ალვეოლებში წნევის მომატებას. ბრონქული გამტარობა ამოსუნთქვისას პირველადი ემფიზემის დროს არ ირღვევა. მეორე ჯგუფის ფაქტორები ხელს უწყობენ წნევის მატებას ფილტვების რესპირატორულ ნაწილში და აძლიერებენ ალვეოლების გაჭიმვას.